კაცი ვარ და ქუდი მხურავს

კაცი ვარ და ქუდი მხურავს,
ქედს არ ვუხრი არავის.
არც არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის.
არც არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის.

ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,
არ ვუმადლი არავის.
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.
არა მაქვს რა გასაცემი,
არც სესხსა ვთხოვ არავის.

გავიხარებ გავლაღდები,
არ ვიდარდებ არავის.
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის.
თუ არავის ვენაღვლები,
არც მე ვნაღვლობ არავის.

მე არავის ვემონები,
არც ვბატონობ არავის.
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.
მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,
ქედს არ ვუხრი არავის.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading