რა ხდება და რატომ ხდება,
ჩემს სიზმრებში ვიღაც ჩნდება,
გული ჩემი სადღაც ურცხვად მიაქვს.
მიყვარხარო მეუბნება,
რავქნა ხომ არ ავიწყდება,
რომ მე შენი სიყვარული მქვია.
ნეტა მართლა გყვარებოდი,
მერცხალს დავედარებოდი,
მკერდზე აგეფარებოდი იად,
ვერსად გამეპარებოდი,
ვეღარც დავემალებოდი,
მე ხომ შენი სიყვარული მქვია.
ვიცი ბევრჯერ წამოგცდება,
ჩემი სევდა და ოცნება,
ბუმბულივით რომ მიანდე ნიავს.
ალბათ შორს, შენს მაგიდაზე,
ჩემი სიყვარულით სავსე,
გაუხსნელი ბარათებიც ყრია.
ნეტა მართლა გყვარებოდი,
მერცხალს დავედარებოდი,
მკერდზე აგეფარებოდი იად,
ვერსად გამეპარებოდი,
ვეღარ დავემალებოდი,
მე ხომ შენი სიყვარული მქვია.
ვერსად გამეპარებოდი,
ვეღარ დავემალებოდი,
მე ხომ შენი სიყვარული მქვია.
ნეტა მართლა გყვარებოდი.
