სიყრმის მეგობრებს

თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
სხვისთვის გამინდვია გულში რაც მითქვია
რად არ ბრუნდებიან ის წარსული წლები
თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

ისევ მიდის გზები, ისევ მიდის წლები
მახსენდება ახლად სიყრმის მეგობრები,
ვხედავ გზად მიდიან, ნეტავ სად მიდიან,
თან წაიღეს საგზლად გულში რაც მითქვია.
თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?

ნეტავ კიდევ ერთხელ ხელჩაკიდებული
ცაში აგვაფრინა, როგორც თეთრი მტრედი,
ახლად დაგვანახა თოვლიანი მთები,
ხელგადახვეული სიყრმის მეგობრები.

თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან, ნეტავ რად მიდიან სიყრმის მეგობრები?
თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები,
ნეტავ სად მიდიან სიყრმის მეგობრები?
ნეტავ რად მიდიან სიყრმის მეგობრები?


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading