ყაყაჩო

დღისით შენს ბაღში ვღიღინებ,
ღამით ყვავილებს ვდარაჯობ,
პირველად შენ გამიღიმე,
და მერე შენმა ყაყაჩომ.

ყაყაჩო მაგ შენი ბაღის,
გიშრის წამწამა ყაყაჩო,
მე ყოველ ღამით მიცინის,
როცა ყვავილებს ვდარაჯობ.

ყაყაჩო მაგ შენი ბაღის,
გიშრის წამწამა ყაყაჩო,
მე ყოველ ღამით მიცინის,
როცა ყვავილებს ვდარაჯობ.

ვფიცავარ მიწის დიდებას,
მარჯვენა გვიჭრის ვაჟკაცებს,
ჩვენ ხმლით გავკაფავ მტრის რისხვას,
შენი თვალების კაშკაშზე.

შენ ყვავილები ახარე,
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს?!
და გულზე გადმომაყარე
მაგ შენი ბაღის ყაყაჩო.

შენ ყვავილები ახარე,
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს?!
და გულზე გადმომაყარე
მაგ შენი ბაღის ყაყაჩო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading