ქარი მღერის

ქარი მღერის, დაგტოვაო შავთვალებამ,
მთვარე სტირის, აღარ ძგერსო შენთვის გული,
რომ ველოდო უთვალავი საუკუნე
არასოდეს აღარ მოვა სიყვარული.

ქარი მღერის, მაგრამ მე არ მემღერება,
ჩემი დარდი ყვავილებმაც არ იციან,
რად დამტოვე საოცნებო შავთვალება,
რად დამტოვე ვარსკვლავებიც დამცინიან.

ქარი მღერის, მითხარ რატომ გამებუტე,
ჩემო მზეო, გელოდები მოდი მალე,
მინდოდა, რომ მხოლოდ ერთი გყვარებოდი,
დავიღალე, გელოდები მოდი მალე, გელი.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading