ვინა სთქვა, რომ ცხოვრების გზა დიდია

ვინა სთქვა, რომ ეს ცხოვრება დიდია,
საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია,
ჩემი ბედიც ამ ხიდზედა ჰკიდია,
დღეები კი ვაი რა ჩქარა მიდიან.

ეს ქვეყანა, ნუთუ ასე წახდება,
ვერ გაიგოს ჩემს გულშიაც რა ხდება,
ახლოს მოვალ სიყვარულით დაგატკბობ,
განა მზე ვარ შორიდან რომ გაგათბო.

მე შენსავით გულზვიადი როდი ვარ,
მაგ თვალების მოტრფიალე შფოთი ვარ,
არ მიმიშვებ, ერთ ნაბიჯსაც არ დავთმობ,
განა მზე ვარ შორიდან რომ გაგათბო.

არ გცოდნია სიყვარული რა არის,
მარტო მე ვარ შენი ეშხით დამწვარი,
მინდა მთვარეს ვარსკვლავები მოვპარო,
და სულყველა შენს ფეხებთან დავყარო.

ეს ქვეყანა, ნუთუ ასე წახდება,
ვერ გაიგოს ჩემს გულშიაც რა ხდება,
ახლოს მოვალ სიყვარულით დაგატკბობ,
განა მზე ვარ შორიდან რომ გაგათბო.

ეს ქვეყანა, ნუთუ ასე წახდება,
ვერ გაიგოს ჩემს გულშიაც რა ხდება,
მინდა მთვარეს ვარსკვლავები მოვპარო,
და სულყველა შენს ფეხებთან დავყარო.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading