იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა
და შენ გეძინა სიცივით დაღლილს,
გარშემო ცივი სინათლე კრთოდა
და ივსებოდა სიჩუმით სახლი.
და შენი ტანი გრძელი და თხელი
მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში,
და შენი ხელი, გამხდარი ხელი,
მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში.
ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს
და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა,
შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს,
გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა.
ვხედავდი ჩემს ლანდს საწოლთან დახრილს
და ჩრდილი დახრილ კედელზე თრთოდა,
შენ კი გეძინა ყველაფრით დაღლილს,
გარეთ კი თოვდა, თოვდა და თოვდა.
იმ ღამეს თოვდა, თოვდა და თოვდა…
