წუხელ თოვდა

წუხელ თოვდა, თოვდა თოვდა,
ღამე ზღაპარს მიამბობდა
შენზე ფიქრში გადაღლილს კი
არაფერი არ მესმოდა,
ღამე ლამაზ ზღაპარს ქსოვდა.

წუხელ თოვდა, თოვდა, თოვდა,
გულში სითბო კიაფობდა,
შენი სიყვარულის მეტი
არაფერი არ მახსოვდა,
ღამე ლამაზ ზღაპარს ქსოვდა.

სიყვარულის ანაბანა შემასწავლე,
რა ყოფილა, რა ყოფილა მარაო,
ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ერთად მოევლინე,
კმარა უკვე, ყველაფერი კმარაო,
შენზე ფიქრმა გული გადაღალაო.

წუხელ თოვდა, თოვდა, თოვდა,
გულში სითბო კიაფობდა,
შენი სიყვარულის მეტი
არაფერი არ მახსოვდა,
ღამე ლამაზ ზღაპარს ქსოვდა,
ღამე ლამაზ ზღაპარს ქსოვდა.


Discover more from ქართული სიმღერის ტექსტები

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading