ჭრელ ბაღდადზე გავშლი სუფრას,
ზედ დაგიდგამ დოქით ღვინოს,
ეგებ შეთვრე შავთვალებავ,
უნებურად მაკოცნინო.
მე ალალი შრომით ვცხოვრობ,
რა სჯობია ჩემს მოტანილს?!
მტკვრის ცოცხალ თევზს მოგიზიდავ,
ორთაჭალის ქორფა მწვანილს.
მტკვრის ცოცხალ თევზს მოგიზიდავ,
ორთაჭალის ქორფა მწვანილს.
მთელ ჩემს ამქარს ჩამოვრეკავ,
რომ დალოცოს ჩემი ბედი,
გულწრფელ სიტყვას რა სჯობია,
მე არამწამს ეფრემვერდის.
ჭრელ ბაღდადზე გავშლი სუფრას,
ზედ დაგიდგამ დოქით ღვინოს,
რა იქნება შავთვალებავ,
ქორწილამდე მაკოცნინო.
რა იქნება შავთვალებავ,
ქორწილამდე მაკოცნინო.
