ნატო გელაშვილი


ნატო გელაშვილი (დ. 18 აპრილი, 1972, ბორჯომი) — ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და ავტორ-შემსრულებელი.

ნატო გელაშვილმა დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.

1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო, მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.

1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ჩაწერილი აქვს ალბომები: “ისევ გიმღერო მინდა” (2000); “ყვავილების დედოფალი”(2000); “ერთი კაცი მიყვარდა”(2001); “გმადლობთ”(2002); “მიყვარხარო ძალიან”(2004); “აყვავდება როცა ნუში”(2006). მისი ყველა სიმღერა დაწერილია მისსავე ლექსებზე. არის ავტორი ლექსების კრებულისა “ერთი ქალის ისტორია”(2007).

ჯილდოები:

  • 1998 – ბორჯომის საპატიო მოქალაქე
  • 1995 – ბათუმზე შექმნილი სიმღერების ფესტივალი, გრან-პრი.

მიუხედავად ბათუმში მიღწეული წარმატებისა ნატო ამის შემდეგ ფესტივალზე აღარ გასულა.

შემოქმედება